LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4963
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღის პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და შედარებით მეტად დაისვენეთ, რათა უფრო სტაბილურად და კარგად იგრძნოთ თავი.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან 4 დეკემბრამდე სიყვარულის, ხელოვნებისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოს ნიშნში, სადაც მას ძალიან უყვარს ყოფნა. ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებში სილამაზის აღქმის უნარს, დიპლომატიურობას, კომპრომისების მიღწევის უნარს, გააძლიერებს კომუნიკაბელურობას, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარს, თუმცა ამავდროულად შეიძლება გააღვივოს სულსწრაფობა ხასიათში, სიზარმაცე, მერყეობა და სხვების ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ტენდენცია. ამავდროულად, ეს მოვლენა მეტად გააუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, დიზაინი, არქიტექტურა, იურისპრუდენცია.

დღის რეკომენდაციები:

დღეს ყურადღებით გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება და გაითვალისწინეთ მშობლების რჩევები. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და საქმეებსაც ნუ გაარჩევთ. კარგია ეს დღე ხელის თხოვნისთვის. მოვერიდოთ დღეს საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, კაპიტალდაბანდებებს, სტომატოლოგიურ პროცედურებს (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა), თმის შეჭრას, ხელშეკრულებების დადებას და წესების დარღვევას (დაჯარიმების ტენდენცია ორმაგი იქნება).

დღე პოზიტიურია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ტექნიკასთან კონტაქტისათვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის. კარგია ტანსაცმლის, სპორტული და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.

ჯანმრთელობა:

ნუ გადაღლით თვალებს. ეფექტურია კანის, ყელის, ენდოკრინული სისტემისა და თირკმელების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები.

დღის ფერები და მინერალები:

მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ქარვა. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ხოლო ფერებიდან წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ფერების ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს. დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები