დავიწყოთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდით, რომელიც 18:52 საათზე იწყებს ამოქმედებას და ღამის 01:00 საათზე დასრულდება.
ამ პერიოდში ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ამ პერიოდში, რათა მოდუნებული ყურადღების ფონზე არ დავუშვათ შეცდომები და არ აღმოვჩნდეთ ტრავმულ-ავარიული ტენდენციების წინაშე.
ამასთან, დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ტენდენციები დღევანდელი დღისა მეტ პრობლემას უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ნერვულ სისტემას. ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ რაღაც უგუნებობა იჩენს თავს, თავის ტკივილები და ა.შ. პირველ რიგში, აუცილებლად გაიზომეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წამლის პროფილაქტიკით მოიყვანეთ წესრიგში ორგანიზმი, რათა თავი უკეთ იგრძნოთ.
დღის რეკომენდაციები
არ აჰყვეთ დღეს გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა ჯერ კიდევ არის. მშვიდად გადაწყვიტეთ ყველა სახის პრობლემური საკითხები. შესაძლებელია ძველმა საკამათო საკითხებმაც კვლავ შეგახსენონ თავი.
მოიმატებს დღეს ინტუიცია, მომხიბვლელობა, შემოქმედებითი უნარი ადამიანებში. აკონტროლეთ ამავდროულად მეტად თქვენი ემოციები. ამავდროულად დღეს ნუ განიკითხავთ. არ ვარგა სარისკო მოქმედება, სულსწრაფი გადაწყვეტილების მიღება და აკონტროლეთ აუცილებლად თქვენი საფულე.
სასიკეთოა ეს დღე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ცხოველების შესაძენად. ხელს უწყობს იგი სასიყვარულო კონტაქტებს და ქორწინებას. კარგია იგი კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, მგზავრობისათვის, ვაჭრობისა და მშენებლობისათვის.
დღევანდელი სიზმრები კი ახდებიან უახლოესი 20 დღის განმავლობაში.
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (აქ შედის მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი) და სწორი ნაწლავი. ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებთან მიმართებაში დღეს არ იქნება სასურველი. ეფექტურია დღეს შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა. კარგია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, სახის, კანის, თმების კვება. მოერიდეთ ხალების, პაპილომების მოშორებას, ცივ, გაზიან სასმელს, კისრის მკვეთრ მოძრაობებს.
დღის მინერალები და ფერები
მინერალებიდან გამოიყენეთ: აქატი, მალაქიტი, მარჯანი, ქრიზოპრაზი და ზურმუხტი. ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და აქედან გამომდინარე ცხოვრებისეულ შესაძლებლობებსაც.
ფერებიდან ტანსაცმელში ყავისფერი, ლიმონისფერი, ტერაკოტისფერი, მწვანე, ბეჟი ფერები და ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს მათი გამოყენების შემთხვევაში.
ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის.
შედარებით დაძაბულია იგი ლომისთვის, სასწორისთვის, მშვილდოსანთათვის და ასევე მერწყულთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.