LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4376
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები და ზოგადი ტენდენციები

პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ დღეს არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომლებიც თქვენ გაღიზიანებთ სხვაგან, სხვათა მოქმედებაში. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის მოწესრიგებას.

ნუ მოახდენთ პარტნიორთა მანიპულირებას. სხვადასხვა სისტემებით თამაშს. აქ კატეგორიულად იკრძალება ეს ყოველივე, იმიტომ რომ ეს მერე გადავა სერიოზულ კონფლიქტებში. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, იმიტომ რომ ამ მხრივ შეიძლება შეცდომის ტენდენცია იყოს ძალიან მაღალი. ასევე, მაღალია მოტყუების, დაცინვის, ინტრიგების, ჭორების წარმოქმნის ალბათობა.  

დღეს შესაძლებელია საბუთების მოწესრიგება, წარმატების მიღწევა პროფესიაში.

არ არის ეს დღე სასიკეთო სასიყვარულო კონტაქტებისთვის, ქორწინებისათვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის, რემონტის დასაწყებად, თმის შეჭრა-შეღებვისათვის და საიდუმლოსაც ნუ გათქვამთ, ამას მერე შეიძლება მოყვეს უსიამოვნებები.

დღევანდელი სიზმრები კი გვაუწყებენ შემდგომი თქვენი შემოსავლების შესახებ.

დღე პოზიტიურია, სასიკეთოა აუქციონებისათვის, პრეზენტაციისათვის, ტელეფონის, ტელევიზორის, კომპიუტერის და სხვა საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად. ხელს უწყობს იგი ახალი კავშირების დამყარებას. კარგია იგი რეკლამისათვის, სწავლისთვის, საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, მშენებლობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის და ასევე კარგია იგი საქმიანი შეხვედრებისა და მიმოწერისათვის.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები.  ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ იქნება სასურველი.

მოერიდეთ უჰაერო სივრცეში ყოფნას, ზედმეტი ინფორმაციით გადაღლას, სიმძიმეების აწევას.

კარგია დღეს მასაჟი, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, დიეტის დაცვა.

დღის მინერალები და ფერები

მინერალებიდან გამოიყენეთ: თოფაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი. ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან ტანსაცმელში: ნაცრისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ყვითელი ფერები და ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ვერძთათვის და ტყუპებისთვის.

შედარებით დაძაბულია იგი მორიელის და თხის რქას ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები