LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3839
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება დღეს მორიელის მებრძოლი, უშიშარი ხასიათის, ინტუიციის მატარებელ ნიშანში, ხოლო მთვარე მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ტრადიციებით აღსავსე კირჩხიბშია. ეს ტენდენციები, ამ ზეგავლენის შედეგად, მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაციები

ეცადეთ დღეს მშვიდად განიხილოთ დაგროვილი საკითხები. მაღალია დღეს ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. გადაამოწმეთ საბუთები, სანამ მათ ხელს მოაწერთ.

კარგია დღეს ლოცვა, იოგა, მედიტაცია, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, იუმორის გამოვლენა ხასიათში. ეს დღე ხელს უწყობს კულინარიას, ფოტოგრაფიას, ახალი პარტნიორის გაცნობაც შესაძლებელი იქნება დღეს. მოერიდეთ დღეს ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის ბინის შეცვლას, სესხის აღებას, დაპირებების გაცემას.

დღევანდელი სიზმრები შემდგომ არ ახდებიან.

დღეს სამაგიეროდ სასიკეთოა საოჯახო, ნათესაური ურთიერთობებისათვის, ტრადიციებში ჩასაღრმავებლად, ვაჭრობისათვის, ხელს უწყობს იგი სასამართლო პროცესებს, ცხოველების, ანტიკვარიატის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. კარგია იგი ხალხური შემოქმედებისა და ხალხური შემოქმედების ნიმუშების შესაძენად, ხელს უწყობს იგი მცენარეების დარგვასა და მათ მორწყვას.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

შედეგიანია დღეს კბილების, მუხლების, კანის, სახსრების, ძვლების, ხერხემლის მკურნალობა, დიეტური კვება.

საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ, მწარე და მარილიან კერძებს. ეს ცუდად იმოქმედებს ორგანიზმზე.

დღის მინერალები და ფერები

მინერალებიდან ზურმუხტი, რაუხტოპაზი, მარგალიტი, ოპალი, აქატი გააძლიერებენ დადებით შანსებს. ფერებიდან ტანსაცმელში: თეთრი, იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ცისფერი ფერები და ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე კუროს, კირჩხიბის, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის.

შედარებით დაძაბულია ეს დღე ლომთათვის, სასწორთათვის, ასევე მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები