LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2078
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. რაც ნიშნავს იმას, რომ უარყოფითი კოსმიური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი დღეს თავის ტკივილების, უგუნებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა. ამიტომ პირველ რიგში, წნევა აკონტროლეთ და დაარეგულირეთ შესაბამისი წამლებით ან ყავით. მაშინ გაცილებით უფრო კარგად და სტაბილურად იგრძნობთ თავს.

დღის რეკომენდაციები

დღე კარგია სწავლისთვის, კითხვისთვის, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. პრობლემები მოაგვარეთ მშვიდი საუბრით. დააზუსტეთ ადრე მიღებული ინფორმაცია. თქვენი შეთანხმება დღეს მოწმდება სიმყარეზე.

მოიმატებს ადამიანებში ეჭვიანობა, შური, წყენა, ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.

შესაძლებელი იქნება დღეს კავშირების განმტკიცება, შეწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა. მოერიდეთ ამავდროულად ნერვიულობას, გადაღლას, სიმძიმეების აწევას, ყურების გახვრეტას.

ნეგატიური დღეა ფინანსური გარიგებებისათვის, ხელშეკრულებების დასადებად, ადგილსამყოფელის, ბინის შესაცვლელად, მცენარეთა დარგვა-გადარგვისათვის, არ ვარგა დღეს ცხოველებით ვაჭრობა და პრეტენზიების გამოხატვა სხვათა მიმართ.

სამაგიეროდ, დღე კარგია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის ძვირფასეულობის შესაძენად. ხელს უწყობს იგი მეგობრულ კონტაქტებს, ლატარიის ბილეთების შეძენას, სპორტულ, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს, მშენებლობის დაწყებას. დღევანდელი სიზმრები კი შემდგომ ახდებიან.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. სამაგიეროდ შედეგიანია თვალების, ვენების, ნერვული სისტემის მკურნალობა. არ არის სასურველი დღეს სოლარიუმის გამოყენება, აბანო, საუნა, გაუფრთხილდით გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

დღის მინერალები და ფერები

მინერალებიდან კი გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი. ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებსაც.

ფერებიდან ტანსაცმელში: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი, ლურჯი ფერები, ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები

პოზიტიურია დღევანდელი დღე ვერძთათვის და ტყუპებისთვის.

შედარებით დაძაბულია იგი მორიელის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები