ყურადღება მივაქციოთ მიმართულებადაკარგული მთვარის, ანუ როგორც სხვაგვარად ვამბობთ ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 10:59 საათზე და გასტანს 24 საათამდე. ამ პერიოდში ნეგატიური კოსმიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. ამიტომ ქვეითად მოსიარულეებს და მძღოლებს ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება მართებთ.
დღის რეკომენდაციები:
ახალ საქმეს დღეს უნდა იწყებთ, პატივი ეცით წინაპართა ხსოვნას, სანთელი აუნთეთ მათ. დღეს პრობლემების გადაჭრა სავსებით შესაძლებელი იქნება ახალი იდეებით. ხასიათში ცოტა მატულობს ამპარტავნობა. შესაძლებელია რომანტიული შეხვედრის წინაშეც აღმოჩნდეთ. რთული და ნეგატიურია ეს დღე სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისთვის, არ ვარგა იგი გამოცდების ჩასაბარებლად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. მოერიდეთ დღეს სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
დღე პოზიტიურია დალაგება-დასუფთავებისთვის, საფინანსო საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, კარგია საქმიანი მიმოწერისათვის, მშენებლობისთვის, აუდიტისთვის, მანიკიურისა და პედიკიურის გასაკეთებლად, ხელს უწყობს იგი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, დიეტის დაცვას, თმების შეჭრას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დღეს შეჭრილი თმები შემდგომ ნელა გაიზრდება. სხვათა თხოვნის გარეშე, მათ საქმეებში ეცადეთ დღეს არ ჩაერიოთ, ვინაიდან ეს შემდგომ გამოიწვევს არასასურველ დაძაბულობას და ზოგ შემთხვევაში კონფლიქტებსაც კი.
დღევანდელ სიზმრებს ნუ დაუჯერებთ.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა სისტემა და ელენთა. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ბოლოკი, ხილი, ნუში, რაც ორგანიზმის იმუნიტეტზე სასიკეთოდ იმოქმედებს.
დღის ფერები და მინერალები:
მინერალებიდან გამოიყენოთ ყვითელი და მწვანე ფერის იასპი ე.წ. ბიბლიური ქვები, ასევე მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ოპალი და აქატი. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებსაც.
ხოლო ფერებიდან ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ნაცრისფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ, კრემისფერ, მწვანე ფერებს და ტონებს. ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია იგი ლომთათვის და სასწორთათვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.