შესახებ
გიორგი უშიკიშვილი – დაიბადა 1978 წლის 31 მარტს, ახმეტაში.
ლოტბარი – დაამთავრა კულტურის სახელმწიფო უნივერისტეტი – საეკლესიო გუნდის მგალობელ რეგენტი.
როგორც თვითონ ამბობს, აკვნიდან მღერის, ქართული სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
პირველად ახმეტაში საბავშვო ანსამბლში მიიყვანეს და ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებასაც ეუფლებოდა მუსკალურ სკოლაში.
1988 წლიდან 1998 წლამდე ანსამბლში „მართვე“ მოღვაწეობდა.
1994 წლიდან ჩამოაყალიბა ასნამბლი „ლაშარი“, რომლის მუსკალური ხელმძღვანელი და სოლისტი გახლავთ დღემდე.
2004-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ფოლკორის სახელმწიფო ცენტრს.
2008 წელს დაარსა ქართული ფოლკლორული რადიო.
2013 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ში სადაც საავტორო ფოლკ- რუბრიკას უძღვება, მისი საშუალებით გაიცნო მსმენელმა უძველესი ავთენტური ქართული სიმღერები და ცეკვები , რომელიც 2017 წელს 250 გვერდიანი წიგნის და დივიდის სახით გამოსცა, სადაც ასახულია 60 ფოლკლორული ავთენტური ანსამბლი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.
გამოშვებული აქვს ასევე 2 სიდი ალბომი ანსამბლ „ლაშართან“ ერთად.
გახლავთ:
წინანდლის პრემიის ლაურეატი.
ღირსების ორდენის კავალერი.
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
2017 წლიდან მუსკალური ტელეპოექტის „მხოლოდ ქართული“-ს ჟიურის წევრია.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები