შამპანური — ცქრიალა ღვინო, მიღებული ბოთლში ღვინის მეორეული ფერმენტაციით კარბონაციის ეფექტის მისაღებად. ღვინოს სახელი საფრანგეთის რეგიონიდან
„შამპანიდან” მოდის. ის მხოლოდ იმ ღვინის სახელია, რომელიც შამპანის რეგიონშია დაყენებული. შამპანში ჯიშების ასორტიმენტიც ზუსტადაა განსაზღვრული და იგი სამ ძირითად ჯიშამდეა დაყვანილი:
პინო ნუარი
პინო მენიე
და შარდონე
პირველი ორი წითელი ჯიშებია, შესაბამისად, მისგან ისე იღებენ წვენს, რომ იგი წითლად არ შეიფეროს, შედეგად კი გამჭვირვალე ოქროსფერი სასმელი ხვდება ჩვენ ჭიქებში.
არსებობს ვარდისფერი შამპანურიც, რომელიც ასევე ძალიან ფასობს. ლეგენდარული Dom Pérignon Rosé–ს ზოგიერთი წლის ვინტაჟი მსოფლიოს უძვირესი შამპანურების რიცხვს მიეკუთვნება და ნამდვილი ფუფუნებაა.
შამპანური-ღვინო საკმაოდ ტკბილი იყო, რადგან მასში ლიქიორს ამატებდნენ. 1860 წლიდან ზოგიერთმა ფირმამ ამ სასმელის მშრალი შამპანურის მარკით წარმოება დაიწყო. ჩვენს დროში შამპანურის კარგ რეპუტაციას დიდებული მარკების სინდიკატი იცავს, რომელშიც ისტორიულად 28 საუკეთესო სახლი-შამპანურის მსოფლიო მწარმოებელი შედის. შამპანურის მწარმოებლები რამდენიმე წესის დაცვას გვირჩევენ-მხოლოდ კრისტალურ, მაღალი კლასიფიკაციის ღვინოს, წარმოებულს შამპანში, შეიძლება ეწოდოს შამპანური, სხვა დანარჩენს კი – უბრალოდ, კრისტალური ღვინო ან შუშხუნა. ქაფიან ღვინოს ბნელ ადგილას, +5 +15 გრადუს ტემპერატურაზე ინახავენ.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შამპანის რეგიონს გარეთ წარმოებული ცქრიალა ღვინო სახელწოდებით „შამპანური“ არალეგალურია.
შამპანურის განსაკუთრებულ თვისებებს განსაზღვრავს ნიადაგი, ჯიშები, რთველი (ყურძენი დამწიფებამდე უნდა მოიკრიფოს), ყურძნის სწორად დაწურვა, კუპაჟირება, დაყენების მეთოდი და ასევე ბოთლთან დაკავშირებული მრავალი ოპერაცია, რომელიც ცხადია ფასს ამატებს პროდუქტს.შამპანური ბოთლში,დახრილ მდგომარეობაში ვარგდება.
ჩვენ ქვეყანაში შამპანურის მეთოდის გამოყენება XIXსაუკუნიდან დაიწყეს, თუმცა ქართულ მეღვინეობაში არსებობდა რამოდენიმე ტრადიციული ტექნოლოგია, რომელიც ბუნებრივ ცქრიალს უნარჩუნებდა ქვევრის ღვინოს და ამის საუკეთესო ნიმუში ლეგენდარული ატენური გახლდათ. პირველი ქართული ცქრიალა ღვინო სწორედ ქართლში, ატენში დამზადდა, თავადმა ერისთავმა სამი ჯიში გამოიყენა – თავკვერი ჩინური და გორული მწვანე. ქართული შუშხუნა ღვინის დაბადების თარიღად 1882 წელი მიჩნიეს, სწორედ ამ წელს ჩამოისხა ივანე მუხრან-ბატონის მიერ პირველი ქართული ცქრიალა.
სწორედ ეს ღვინო იქცა ახალი წლის და წვეულებების მთავარ ატრიბუტად – ხშირად მას ქარაფშუტა ღვინოდ მოიხსეინებიენ, ის არ დაგაფიქრებთ,არც მარტოს მოგინდებათ მისი მირთმევა, სწორედ ამიტომ, ცქრიალა დღესასწაულთან და დროსტარებასთან ასოცირდება. მასში არც სურნელს ეძებენ დაგემოვნებისას და არც გემოვნურ თაიგულს მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი ცქრიალა ღვინო დაუვიწყარი სურნელებითა და გემოთი ხასიათდება.
ის ერთადერთი სასმელია, რომელსაც თვალთან, ცხვირთან და პირის გემოსთან ერთად სმენაც აღიქვამს,მისი ფეთქებადი მოცეკვავე ბუშტუკების გამო.
როგორც ცნობილი დიზაინერი და ლეგენდარული ქალბატონი კოკო შანელი ამბობდა:
„ შამპანურს ორ შემთხვევაში ვსვამ – როცა შეყვარებული ვარ და როცა არ ვარ”.