LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ნარკომანები

g248Pkz

სახელგანთქმული ფეხბურთელები, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე.

 

მარკ ბოსნიჩი


ავსტრალიელი მეკარე ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი უნდა გამხდარიყო. პიტერ შმეიხელი გუნდიდან წავიდა და ბოსნიჩი „მანჩესტერის“ მთავარი მეკარე გახდა. პირველი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, მერე კი ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. გოლკიპერი „ჩელსიმ“ შეიფარა, მაგრამ პრობლემები გრძელდებოდა და ისიც კოკაინზე შეჯდა.

 

ადრიან მუტუ


იტალიურ „პარმაში“ ათამაშებული რუმინელი ტალანტი მოურინიომ შეამჩნია და “ჩელსიში“ წაიყვანა. ინგლისში კი ადრიანს სისხლში კოკაინი აღმოუჩინეს და დისკვალიფიკაცია მისცეს. მერე „იუვენტუსსა“ და „ფიორენტინაში“ კი იყო, მაგრამ ძველ დონეზე ვეღარ გავიდა. 2010 წელს ნარკოტიკების სიტუაცია განმეორდა და კარიერა საბოლოოდ დაიღუპა.

 

პოლ გასკოინი


90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მაგრამ მისი კარიერა დაღმა დაეშვა, რადგან დალევა დაიწყო. 1998 წელს ნაკრებიდან გააგდეს, რის შემდეგაც ალკოჰოლს ნარკოტიკები დაემატა. რაღაც პერიოდი „ევერტონში“ კიდევ წაითამაშა, მაგრამ დამოკიდებულებას ვერ მოერია და კარიერა დაასრულა.

 

ჯორჯ ბესტი


ჩრდილო ირლანდიელი ვარსკვლავი. მიიჩნევა ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. ჯორჯს დალევა უყვარდა, თუმცა ამან მის კარიერას ძალიანაც ვერ შეუშალა ხელი. ნიჭი მაინც თავისას შვრება.

 

დიეგო მარადონა


ამ კაცს რა წარდგენა სჭირდება. ბევრი მას ისტორიაში საუკეთესოს უწოდებს. მსოფლიო ჩემპიონს კარიერის ბოლო შავ ლაქად ექცა ზედმეტი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამო. დონ დიეგო მავნე ჩვევებს დღემდე არ ეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები