LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლებრონ ჯეიმსი ისევ ყველაზე მეტს შოულობს

lebron-james

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეხუთედ გახდა NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი. ამას „ფორბსი“ ამბობს. უძლიერესი სპორტსმენის წლიური შემოსავალი 88.7 მილიონი დოლარია. აქედან 53 მილიონი კალათბურთს არ ეხება და პარკეტის მიღმა ნაშოვნი ფულია.

„გოლდენ სტეიტის“ სუპერვარსკვლავები – სტივენ კარი და კევინ დურანტი 79.5 მილიონსა და 65 მილიონს შოულობენ. საუკეთესო ხუთეულში შედიან „ოკლაჰომას“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი (53.7 მილიონი) და “ჰიუსტონის” მცველი ჯეიმს ჰარდენი (47.4 მილიონი).

წელს NBA-ის 10 საუკეთესო მოთამაშე დაახლოებით 540 მილიონ დოლარს მიიღებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი კალათბურთელი კი „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპოა. ის ერთადერთი ევროპელია „ფორბსის“ მიერ შედგენილ საუკეთესო ათეულში – ბერძენი მეშვიდე ადგილზეა 43.2 მილიონით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები