ზურა ხაჩიძე: „ადრე უფრო ხშირად ტარდებოდა ასეთი კონკურსები…“

32

ზურა ხაჩიძის სიმღერა „შეგვახვედრებს ბათუმი“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორისაა წარდგენილი. მომღერალს გამარჯვების სურვილიც აქვს და იმედიც.

ზურა ხაჩიძე:

ვფიქრობ, ძალიან კარგი დაჯილდოვების ცერემონიაა, ძალიან წამახალისებელია. ადრე ხშირად ტარდებოდა ასეთი კონკურსები, ამ ბოლო პერიოდში შოუბიზნესი აღარ არის აქტუალური. მიხარია, რომ რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” აკეთებს წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას. წინა წელს ავიღე ნომინაცია „წლის მამაკაცი მომღერალი“. არა მგონია, რომ წელსაც მე მომანიჭონ, მაგრამ გამარჯვების იმედი სხვა ნომინაციაში მაქვს, სადაც ჩემი სიმღერა „შეგვახვედრებს ბათუმია“ წარდგენილი.

 ვფიქრობ, „ოქროს ტალღამ“ კიდევ უფრო მეტი მასშტაბი უნდა შეიძინოს და გაიმართოს ფილარმონიაში ან სადმე დიდ სივრცეში, უნდა შუქდებოდეს ექსკლუზიურად რომელიმე არხზე. ნომინაციების დამატებაც შეიძლება მსახიობებისთვის… ოთხი რადიოსადგური ატარებს „ოქროს ტალღას“ და ალბათ, ამიტომაც არის უფრო მეტად მუსიკალური. ყველას წარმატებას ვუსურვებ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები