funtime.ge

420

23 ივნისს კლუბმა „ოტიუმმა“ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებულ, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა 2015“-ს უმასპინძლა. აღნიშნული მუსიკალური კონკურსი მესამე წელია, ტარდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ცნობილი მომღერლების, კომპოზიტორების და, ზოგადად, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ცნობოსათვის – 2014 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა სიმღერა „Waterfall“, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესრულებით; 2015 წელს კი ანრი ჯოხაძე, სიმღერით „განა, ყველა ქალი ქალია“.

წელს პროექტში 75 სიმღერა მონაწილეობდა. კონკურსმა, წლის სიმღერასთან ერთად, გამარჯვებულები კიდევ 16 ნომინაციაში გამოავლინა – წლის მომღერალი ქალი, წლის მომღერალი მამაკაცი, წლის დუეტი, წლის ჯგუფი, წლის ანსამბლი, წლის პოპ სიმღერა, წლის ქალაქური სიმღერა, წლის დებიუტი, წლის აღმოჩენა, ხალხის რჩეული ინტერნეტრჩეული, ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გარდა ამისა, რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ” 2015 წლის განმავლობაში ეთერში გასული ყველაზე მოთხოვნადი სიმღერებიდან ოთხივე რადიოსადგურის ფავორიტები დაასახელა.

16-ვე ნომინაციაში გამარჯვებულ მომღერალს რადიოჰოლფინგმა „ფორტუნამ“ სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული „ოქროს ტალღის“ სკულპტურა გადასცა, ხოლო წლის სიმღერის კატეგორიაში გამარკვებულს, სკულპტურასთან ერთად, ფულადი პრიზი 5 ათასი ლარი გადაეცა.
ნომინაცია „წლის სიმღერა“ და ფულადი პრიზი გადაეცა ნიაზ დიასამიძეს და ჯგუფ „33 ა“-ს სიმღერისთვის „ნამი ველს“.
ნიაზ დასამიძე: „დაჯილდოების შესახებ მხოლოდ სამი კვირის წინ გავიგე. ასე რომ, ხმის მიცემის პროცესისთვის თვალყური არ მიდევნებია, მაგრამ ფაქტია, რომ დაგვაფასეს, შეგვაფასეს და დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა და ეს საპატიო ჯილდო მოგვაპოვებინა. რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კონკურსი არ არის, ეს არის პროცესი, რომელიც სიცოცხლეს სძენს ამ ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებას. თუმცა პირადად მე შესაჯიბრებლად მუსიკა არასდროს გამიკეთებია!“

წლის მომღერალი ქალად ნინი ბადურაშვილი, მამაკაცად კი – ოთო ნემსაძე დასახელდა. იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები