მეგი გოგიტიძე: „ამ სიმღერას „იუთუბზე“ 14 მილიონი ნახვა აქვს…“

66

მეგო გოგიტიძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ერთად ვიაროთ“ არის წარდგენილი. მელოდია თავად დაწერა, ლექსი ტერენტი გრანელის არის, თუმცა ტექსტის ნაწილი თავად დაამატა.

მეგი გოგიტიძე:

„ბუნებრივია, გამიხარდა „ოქროს ტალღაზე“ წარდგენა. ეს ჩანაწერი ორი წლის წინ გაკეთდა და ამ მომენტამდე 14 მილიონი ნახვა აქვს „იუთუბზე“. მელოდია თავად დავწერე და ტექსტის ნაწილიც, სიმღერაში ტერენტი გრანელის ლექსი მაქვს გამოყენებული. არანჟირება ჯონი თათარაშვილს ეკუთვნის, უკრავს კარგი ბენდი, შესანიშნავი მუსიკოსებით დაკომპლექტებული…

რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, ძალიან მომწონს ეს კონკურსი, როცა ქართული სიმღერისთვის რაღაც კეთდება (იღიმის).

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები