ყველაზე მაგარი ნომრები ისტორიაში – ჩილეს „ოხიგინსს“ აქვს. ის კარტოფილი ფრის ფორმისაა.
ჩილეს უმაღლესი ლიგის კლუბმა „ოხინგისმა“ ამასწინ ახალი ფორმა წარადგინა. ის ვარდისფერია, ზურგზე – ნომრებია ფრის სახით კეტჩუპით. ეს კლუბის ერთ-ერთი სპონსორის McDonald’s-ის რეკლამაა.
ახალ ფორმას ერთი დიდი პრობლემა აქვს: ვარდისფერ ფონზე თითქმის არ ჩანს კარტოფილის ნომრები – საქმეს ვერც კეტჩუპი შველის.
ასე გამოიყურება გუნდის სხვა კომპლექტები:
პირველ მატჩში კარტოფილის „ოხინგისმა“ წააგო „უაჩიპტოსთან“ 1:2. ინგლისელები კარმაზე ალაპარაკდნენ. კარტოფილ ფრის გუნდმა წააგო გუნდთან, რომლის სახელწოდებაშია „ჩიპ“ – ანუ ჩიფსი, კარტოფილი ფრი.