ტურინული რესტორნის სტუმრებმა კრიშტიანო რონალდოს ოვაციები მოუწყვეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ ფენომენალური თამაში შემდეგ.
პორტუგალიელი მატჩის შემდეგ ჯორჯინასთან, უფროს შვილთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად წავიდა. სხვა სტუმრებმა აპლოდისმენტები შემოსცხეს და კეთილი შეძახილები არ დაიშურეს.
„იუვენტუსმა“ მადრიდულ გუნდს 3:0 მოუგო, სამივე გოლი რონალდომ გაიტანა და „ბებერი ქალბატონი“ მეოთხედფინალში გაიყვანა.