კრიშტიანო რონალდომ ქალიშვილი ხელში აიყვანა და ასი კოცნა აჩუქა.
„იუვენტუსის“ მეგოლის სამოქალაქო ცოლმა ჯორჯინა როდრიგესმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ფეხბურთელი ძალიან თბილად და სათუთად ეპყრობა თავის შვილს, ალანა მარტინას.
კრიშტიანოს გოგონა ხელში უჭირავს და გაუთავებლად კოცნის – ამის ფონზე კი ბედნიერი ჯორჯინას ხმა ისმის.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში რონალდომ 26 მატჩი ითამაშა და 19 გოლი გაიტანა.
ამჟამად პორტუგალიელი ნაკრებში მიღებულ ტრავმას მკურნალობს და იმედი აქვს, რომ „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მომჯობინდება.