იაპონიაში ააწყვეს რობოტი-კალათბურთელი, რომელსაც სამქულიანების ჩაგდება შეუძლია.
ინჟინრებმა ამ რობოტის განახლებული ვერსია ააწყვეს.
კონსტრუქციამ სახელად Cue 3 მიიღო.
New York Post-ის ცნობით, დახვეწილი მოდელი კალათში არა მარტო საჯარიმო ხაზიდან აგდებს, არამედ სამქულიანებსაც. სადემონსტრაციო ღონისძიებაზე 207 სანტიმეტრის რობოტმა 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ინჟინრების თქმით, ჩვეულებრივ მას უკეთესი შედეგი აქვს.
რა იყო, ინერვიულა ხალხის წინაშე?
Cue 3 მხოლოდ სტატიკური მდგომარეობიდან ისვრის.
ის „ტოიოტას“ თანამშრომლებმა ააწყვეს.