ჩემპიონთა ლიგამ გულშემატკივართა ყურადღება კი მიიპყრო, მაგრამ სატრანსფერო ჭორ-მართალი მაინც გრძელდება და საინტერესო ამბებიც ხშირად ვრცელდება.
აი ძირითადები:
Entreprendre: მოურინიომ შესაძლოა „ლიონი“ ჩაიბაროს.
ანტონიო კონტე „ინტერს“ წლიურად 10 მილიონ ევროს თხოვს.
„მანჩესტერი“ „დი სი იუნაიტედის“ ჰავბეკით, აკოსტათია დაინტერესებული. ზამთარში მას პსჟ-ში გადასვლა შეეძლო.
ტორგან აზარის კონტრაქტი დორტმუნდის „ბორუსიას“ 40 მლნ ევრო დაუჯდება. აზარმა „გლადბახს“ წასვლაზე უკვე აცნობა.
„ბარსელონა“ ზააფხულში შემადგენლობას მაგრად გაწმენდს.
ESPN-ის ცნობით, კატალონიას ერთბაშად 8 ფეხბურთელი დატოვებს. ესენია: სილესენი, უმტიტი, რაკიტიჩი, კოუტინიო, ალკანტარა, ანდრე გომეში, დენის სუარესი, მალკომი.
შემოსულ თანხას (250-დან 300 მილიონამდე ვარაუდობენ) „ბარსა“ დე ლიგტის, ლუკა იოვიჩისა და გრიზმანის საყიდლად გადადებს.
ბარტომეუ გრიზმანზე: „ტრანსფერებზე სეზონის ბოლოს ვისაუბროთ“.