LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესენი მიყიდეთ: რონალდომ სატრანსფერო გეგმები დაალაგა

87
06_J013122_RID.variant1400x787

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ კი გახდა, რაც რეკორდია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ წელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ყველასათვის ცნობილია, რომ „ბებერ ქალბატონს“ ევროპაში გაბატონება უნდა და არა მარტო იტალიაში. სწორედ ამიტომ იყიდეს თვით კრიშტიანო რონალდო. პირველ ჯერზე ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფი არ გამოვიდა, მაგრამ მომდევნო სეზონიც ხომ დადგება. რონალდომ კი თითქოს მიდისო რომ თქვეს, უარყო ეს ხმები და აგერ ამის კიდევ ერთი მტკიცებულება. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლის ნახვასაც თავის გუნდში ისურვებდა. ჰოდა, ახლა ჯერი კლუბის ხელმძღვანელობაზეა, უყიდიან თუ არა თავის სუპერვარსკვლავს სასურველ თანაგუნდელებს.

 

ჩამონათვალში ექვსი ფეხბურთელია.

მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანი და ნახევარმცველი ისკო;
„რომას“ მცველი კოსტას მანოლასი;
„ლიონის“ ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე;
„ფიორენტინას“ ფორვარდი ფედერიკო კიეზა
„ბენფიკას“ ფორვარდი ჟოაო ფელიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები