LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა – ლივერპული: მატჩამდე

814
2577161-53441930-2560-1440

მატჩი, რომელიც ფინალს იმსახურებს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი დიდებულია: ევროპული ფეხბურთის ორი უდიდესი ისტორია, ორი ვნება, ორი ოსტატობა – მოკლედ, ყველაფერია ამ ორ გუნდში, რომელიც კლუბზე მეტიცაა და რომელიც არასოდეს ივლის მარტო.

ყველაფერს ისიც ემატება, რომ „ბარსაც“ და „ლივერპულიც“ მაგარ სეზონს ატარებენ. კატალონიელებმა ჩემპიონობა უკვე იზეიმეს, „ლივერპული“ მართალია შესაძლოა ვერ გახდეს ჩემპიონი, მაგრამ სარეკორდო სეზონი უკვე გამოუვიდა.

წესით, გოლებიც უნდა წამოვიდეს. არც ერთს ამ ორი გუნდიდან უკან დგომა არ უყვარს.

 

ვინ ნახავს მატჩს ტელევიზორში

ამ თამაშს ტრავმები და დისკვალიფიკაციები არ გააფუჭებს. „ბარსას“ ოდესღაც დამტვრეული რაფინია არ ეყოლება, „ლივერპულს“ ლალანა არ ეყოლება, ოქსლეიდ-ჩემბერლენიც კი გამოჯანმრთელდა. ერთადერთი ფირმინიოს გამოჩენაა კითხვის ნიშნის ქვეშ. კლოპი მის გამოყვანა-არგამოყვანას ალბათ მატჩის წინ გადაწყვეტას.

 

ფორმა

„ბარსას“ ორი ფრე აქვს ბოლო 15 მატჩში, ბოლოს 23 იანვარს წააგო თასზე „სევილიასთან“.

„ლივერპული“ – 10 მოგება ბოლო 10 მატჩში.

 

ვინ რა თქვა

ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მწვრთნელი)

„წინა მატჩში მესი დავასვენე. შვიდ დღეში სამი თამაში გვქონდა ჩემპიონატში, მანამდე კიდევ „მანჩესტერს“ შევხვდით. ვფიქრობ, სწორი ბალანსი ვიპოვე.
ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ უკვე მოვიგეთ ჩემპიონატი, მაგრამ არა მგონია, რომ დაღლა პრობლემაა.
„ლივერპული“ მეტოქეზე ზეწოლას ახდენს და სწრაფ ტემპში თამაშობს. ძნელია მის დამარცხება. ამ სეზონში „ლივერპულმა“ ჩემპიონატში მარტო ერთი თამაში წააგო, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს“.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მწვრთნელი)

„რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, მით უფრო ემოციური იქნება ატმოსფერო. ვნახოთ, რომელი მათგანი უკეთ გამოიყენებს საშინაო უპირატესობას.
მესი ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ამბობდა, რომ თასის მოგება სურდათ. მე ეს მუქარად მივიჩნიე. ჩვენც გვინდა ფინალში გასვლა.“

 

პირისპირ

„ბარსას“ და „ლივერპულს“ ჩემპიონთა თასი 5-5-ჯერ მოუგიათ.

„ლივერპულს“ „კამპ ნოუზე“ წაგება არ აქვს – ორი მოგება და ორი ფრე.

ეს ამ გუნდების მე-9 შეხვედრაა. ინგლისელებმა სამი მოიგეს, ესპანელებმა – ორი. გუნდებმა 6-6 გოლი გაიტანეს.

„ბარსასთვის“ ეს მეხუთე მატჩია ინგლისელებთან წლევანდელ ლიგაზე (სამი მოგება და ერთი ფრე).

კატალონიელებს კარგი სტატისტიკა აქვთ ინგლისელებთან საშინაო მატჩებში: 21 მოგება, 11 ფრე და 2 წაგება.

პირველივე გოლი „ბარსასთვის“ მე-500 გახდება ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ამდენი მარტო „რეალმა“ მოახერხა.

 

 

ბუქმეკერები

„ბარსელონას“ მოგება: 1,89

ფრე: 3,82

„ლივერპულის“ მოგება: 4,25

გუნდები გაიტანენ 20.5 წუთამდე – 2.45

ორივე გუნდს უყვარს ნაადრევი გოლები: კატალონიელებმა მე-17 წუთზე შეუგდეს „ლიონს“ და „იუნაიტედს“, „ლივერპულმა“ მალევე გაუტანა „პორტოს“.

„ბარსა“ პირველი გაიტანს 1,63

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები