ლაშა ღლონტი: „ფაქტობრივად, მთელი საქართველო ამ სიმღერას მღერის…“

746
glntlasha

ლაშა ღლონტი წელს „ოქროს ტალღაზე“ ორი სიმღერით მონაწილეობს. ერთი შესრულებული აქვს „გროს ოქტეტთან“ ერთად, მეორე კი „ალილოს“ ტრიოს შემადგენლობაში. როგორც თავად გვითხრა, მამუკა ჩარკვიანის სიმღერა „ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ“ ის კომპოზიციაა, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედებიდან, თავისდა გასაკვირად, მოსმენილი არ ჰქონდა, სანამ მასთან „გროს ოქტეტის“ წევრები არ მივიდნენ ერთად შესრულების შეთავაზებით, „ძველი ჰანგი“ კი ის სიმღერაა, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს…

ლაშა ღლონტი:

„ოქროს ტალღა“ არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელიც კოლეგებს ერთმანეთს გვახვედრებს, ყველაფერ დანარჩენ დადებითს რომ თავი დავანებოთ. მიდის აზრთა გაზიარება, ამიტომ მივესალმები ამ პროექტს და ყოველთვის მოხარული ვარ, თუკი მონაწილეობის საშუალება მეძლევა, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ, სტუმარი ვარ თუ სიმღერით წარდგენილი.

მამუკა ჩარკვიანის სიმღერა იმ იშვიათთაგანია მისი რეპერტუარიდან, რომელიც არ მქონდა მოსმენილი. „გროს ოქტეტმა“ შემომთავაზა ერთობლივად შესრულება და სიამოვნებით დავთანხმდი. მერე აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე მომღერალს ძალიან კარგად ჰქონდა შესრულებული, მათ შორის, ანი სირაძეს. ჩვენი ორიგინალური ვერსიაა და ვფიქრობ, საინტერესო.

რაც შეეხება „ძველ ჰანგს“, ფაქტობრივად, მთელი საქართველო ამ სიმღერას მღერის. „ალილოს“ ტრიომ ის აჩიკო ბერიძის რჩევით შეასრულა, მან მოიტანა ეს სიმღერა და შემოგვთავაზა მისი შესრულება. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები