LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონები ქალაქელებს თუ ორივეს მოიგებენ

53
Mc-Vs-Chel-19

ინგლისის პრემიერლიგა დასასრულს მიუახლოვდა. დარჩა მხოლოდ ერთი ტური და გასარკვევია მთავარი – ვინ გახდება ჩემპიონი. ამის საუკეთესო შანსი ბუნებრივია „მანჩესტერ სიტის“ აქვს, რომელმაც წუხელ შინ „ლესტერი“ 1:0 დაამარცხა (კომპანი, 70) და კვლავ 1 ქულით გადაასწრო „ლივერპულს“. „ქალაქელებს“ ბოლო თამაში უკვე უმოტივაციო და გადარჩენილ „ბრაიტონთან“ აქვთ და რა უნდა მოხდეს, რომ ტიტული ხელიდან გაუშვან. გარდა ამისა, „სიტის“ ფინალიც ელოდება ინგლისის თასზე, სადაც „უოტფორდს“ შეხვდება.

ამ ამბების გამო ჯიბეზე დაიხედა კლუბის ხელძღვანელობამ და ფეხბურთელებს 15 მილიონი ფუნტის ბონუსს დაპირდა, თუ ჩემპიონობასა და თასს მოიგებენ.

გეხსომებათ, „სიტიმ“ უკვე მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ხსენებულ ორ ჯილდომდე თითო ნაბიჯია და მოგების შანსიც ძალიან დიდია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „სიტი“ გახდება პირველი გუნდი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ერთ სეზონში სამი შიდა ტურნირი ექნება მოგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები