გვარდიოლა, კლოპი, პოჩეტინო თუ სანტუ? პრემიერლიგამ საუკეთესო მწვრთნელობაზე გამოკითხვა ჩაუშვა.
ინგლისში 2018/19 წლების ქოუჩს არჩევენ.
ნომინანტთა ოთხეულში მოხვდნენ „ვულვერჰემპტონის“ (ნუნუ ეშპირიტუ სანტუ), „სიტის“ (პეპ გვარიდოლა), „ლივერპულის“ (იურგენ კლოპი) და „ტოტენჰემის“ (მაურისიო პოჩეტინო) მწვრთნელები.
მოგეხსენებათ, გვარდიოლას და კლოპის გუნდები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, სადაც პეპის „სიტის“ უკეთესი შანსი აქვს, პოჩეტინოს გუნდი მეოთხეზეა და ალბათ მოხვდება კიდეც სალიგო ოთხეულში.
„ვულვზი“ კი მეშვიდე ადგილზეა (დიდი ექვსეულის შემდეგ პირველი გამოდის) და წელს ტოპ გუნდებიც დაუმარცხებია.
წინაზე, 2017/18 წლების საუკეთესო მწვრთნელი გვარდიოლა გახდა.