ლეო მესი „ბარსას“ ვარჯიშზე წვერის გარეშე მივიდა და ერთი 10 წლით გაახალგაზრდავებული გამოჩნდა.
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა იმიჯი შეიცვალა „ლივერპულთან“ მინგრევ-მონგრევის და ჩემპიონთა ლიგიდან გამობუნძულების შემდეგ.
11 მაისს „ბარსამ“ ღია ვარჯიში გამართა, რაც ფიასკოდან პირველი იყო, ხოლო 31 წლის არგენტინელი წვერის გარეშე გამოცხადდა.


არადა, წინა დღეს ვარჯიშზე ასეთი იყო:

ამ სეზონში მესიმ 48 გოლი გაიტანა და 22-ჯერ სხვას გაატანინა.
„ბარსელონამ“ ნაადრევად გაიფორმა ჩემპიონობა და თასის ფინალშიცაა გასული.