გიორგი სუხიტაშვილი: “ოქროს ტალღის” დაარსებამდე  ბევრი სიმღერა შეიქმნა, მაგრამ არ დაფასებულა”

191
suxitashvilinews19

“მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია ერთგვარი სტიმულია. ინტერესი, იმის ნახვა, თუ რას საქმიანობენ კოლეგები, პროფესიულად. “ოქროს ტალღა” მუსიკასთან დაკავშირებული ადამიანების გამოცოცხლების საშუალებაა. ჩვენ არ ვართ განებივრებული ამ ტიპის დჯილდოებებით და შესაბამისად, როცა ის არსებობს, კომპოზიტორები, შემსრულებლები, არტისტები მეტს შრომობენ, ახალი რომ შეიქმნას; არის კონკრეტული ალბომები, ათი, ან მეტი წლის წინ გამოსული. ხშირ შემთხვევაში მსმენელს ობიექტური მიზეზების გამო ბევრი რამ გამორჩა და კარგი იქნება, შეხსენებისთვის თუ კი იქნება რაიმე ჯილდო. საუბარია იმ სიმღერებზე, რომლებიც “ოქროს ტალღის” დაარსებამდე შეიქმნა. სხვადასხვა თაობის მიერ ბევრი სიმღერა შეიქნა, რომელიც არ დაფასებულა. საკუთარ სიმღერაზე საუბარი რთულია. ყველას აქვს შანსი, მაგრამ არ ვიცი რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ შემფასებლები. მოლოდინი მაქვს თუნდაც იმიტომ, რომ პირველად ვარ ნომინირებული” – რადიო “ფორტუნას” ეთერში გიორგი სუხიტაშვილმა “ოქროს ტალღის” შესახებ ისაუბრა. მომღერალმა ყურადღება ისეთ სიმღერებზე გაამახვილა, რომლებიც “ოქროს ტალღის” დაარსებამდე შეიქმნა.

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები