LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის რესტორანი ღარიბებს უფასოდ აჭმევს

172
2635446-54531530-2560-1440

რესტორანი როსარიოში, რომელიც „ბარსელონას“ მთავარ ფეხბურთელ ლეო მესის და მის ოჯახს ეკუთვნის, უქონელ ხალხს დაეხმარება.

Marca-ს ცნობით, ლეოს რესტორანი გასული პარასკევიდან მოყოლებული ყველას უფასო ვახშმით უმასპინძლდება.

„ჩვენ ასევე ვარიგებთ ყავას, უალკოჰოლო სასმელს, ზოგიერთს კი ღვინოსაც ვუსხამთ. ბევრი ადამიანი მოვიდა და თავაზიანები იყვნენ.
ჩვენი აქცია 15 დღე გაგრძელდება, უფასო ვახშამი 19:00-დან 21:00 საათამდეა“, – განმარტა რესტორნის მენეჯერმა არიელ ალმადამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები