LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 გამოძახებული, 2 დებიუტანტი და 12 გაფართოებული: ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

94
KJR-8584

საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი უწევს: ჯერ ამხანაგური და მერე ოფიციალური. ჩვენები მოსამზადებლად 2 სექტემბერს სტამბოლში შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისის გუნდი კორეის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში სტამბოლის „ბაშაქშეჰირის“ სტადიონზე დაუპირისპირდება. შემდეგ კი თბილისში ჩამოვა და ევროშესარჩევის შეხვედრისთვის მზადებას გააგრძელებს. 8 სექტემბერს საქართველო „დინამო არენაზე“ დანიას შეხვდება. ამ ორი მატჩისთვის, ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა გუნდს მხოლოდ კორეის წინააღმდეგ დაეხმარება, დანიასთან შეხვედრას ნაკრების კაპიტანი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.

ნაკრებში ორი დებიუტანტია: „დინამოელი“ წევრი ლევან შენგელია და ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი მაკარიძე (სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი,რუსეთი)

 

5 სექტემბერი, 17:30 (თბილისის დროით)
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, ამხანაგური მატჩი
კორეის რესპუბლიკა – საქართველო

8 სექტემბერი, 20:00
თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო – დანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები