ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო Rolex-ის მარკის უძვირფასესი საათით შეამჩნიეს – GMT Master Ice.
როგორც The Sun აღნიშნავს, ასეთი საათის ღირებულება 371 ათას ფუნტს შეადგენს. აქსესუარი თეთრი ოქროსგან არის შესრულებული და მორთულია თეთრი ბრილიანტებით.
ცოტა ხნის წინ რონალდო ათასწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ტოპ 10-ში შევიდა.