ბულგარეთში მოღვაწე ტუნინგ ატელიე Vilner-მა კაბრლიოტი Porsche 911 მთლიანად განაახლა და საბოლოო ჯამში მოდელმა საკმაოდ უჩვეულო ინტერიერი მიიღო.
966 თაობის სპორტქარი 1977-2004 წლებში გამოდიოდა და თითქოს მის მიმართ ინტერესი დიდი ხნის წინ გაქრა. თუმცა, vilner-ის ტუნინგ ატელიეში ასე არ ფიქრობენ და მათ სპორტქარის ექსტერიერი და ინტერიერი მთლიანად განაახლეს. სერია 966-მა ისტორიაში პირველად, უჩვეულო ფორმები და თამამი დიზაინი მიიღო.
ბულგარელმა დიზაინერებმა ფარები დიოდით ჩაანაცვლეს და ვიზუალს დეკორატიული ელემენტებიც დაუმატეს. სალონი ყავისფერი ტყავით და ხის დეტალებით გააფორმეს და მსგავი ელემენტები როგორც წინა პანელზე, ასევე სავარძლებზე და კარებებზეც გამოჩნდა.
სპორტქარის სალონის განმასხვავებელი ელემენტი სწორედ ხე გახდა და მისი განთავსება თითქმის ყველა დეტალზე გადაწყდა.
ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარშია დამზადებული და სავარაუდოდ, ონლაინ აუქციონზე გაიყიდება.




