LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ყველა კონკურენტს აჯობა

78
94f5fe50598f40a7e157a77bf05b98117b933781

BMW-ს ხელმძღვანელობამ გასული წლის გაყიდვები შეაჯამა და „ყველაზე პროდუქტიული“ წლის წოდებაც მიანიჭა.
2019 წელი განსაკთებით გამორჩეული დანაყოფი M-ისთვის იყო. ბავარიელებმა 135 829 ავტომობილის რეალიზება მოახერხეს რაც 2018 წელთან შედარებით 32,2%-ით უფრო მეტია. დანაყოფის ხელმძღვანელის მარკუს ფლეშის განცხადებით BMW-მ ყველა რეკორდი მოხსნა და ყველა კონკურენტს აჯობა. ექსპერტთა აზრით, ფლეში სავარაუდოდ, პირდაპირ კონკურენტებს – დანაყოფ AMG-ს და Audi Sport-ს გულისხმობდა.
მარკუსმა ისიც დაამატა, რომ 50 წლის განმავლობაში პირველად, ისინი ბაზრის ლიდერები არიან. ყველაზე მეტი გაყიდვა კი ბავარიელებს აშშ-ში ქონდათ, სადაც 44 442 ავტომობილის რეალიზება მოახერხეს. მეორე ადგილს 26 100 ეგზემპლარით გერმანია, მესამეს კი 17 688 ავტომობილით დიდი ბრიტანეთი იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები