LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ წავიდა ანანიძე ანორთოსისში

147
82834033-467743443854296-3344844032462290944-n

ჯანო ანანიძის ტრანსფერის ამბავი გადაწყვეტილია. ქართველი ფეხბურთელი „ქართულ“ გუნდში მიდის. ჯანოს შემდეგი გაჩერება ფამაგუსტას „ანორთოსისია“, რომლის მთავარი მწვრთნელი ქართველია და გუნდში კიდევ ოთხი ჩვენიანი თამაშობს.
როგორც ჩანს, ფორმა და სახელდაკარგული ფეხბურთელისთვის ნამდვილი ევროპა ამ ეტაპზე არ გამოდის, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ანანიძე მოუმატებს და იქნებ ოდესმე საშუალო ევროპულ გუნდშიც ვიხილოთ. მით უმეტეს, რომ შეთანხმება ძალიან ხანმოკლეა და მხოლოდ სეზონის ბოლომდე დარჩენას ითვალისწინებს. მანამდე კი ჯანომ და მისმა აგენტმა კვიპროსული არჩევანის შესახებ ისაუბრეს.

 

მთავარი ქეცბაიაა

ძალიან მიხარია აქ რომ ვარ. გარკვეულ დროს ჩემი მიზანი სხვა ლიგაში მოხვედრა იყო, რაც გავაკეთე კიდეც ისეთ შესანიშნავ გუნდთან ერთად, როგორიც „ანორთოსისია“. მადლობა კლუბს და მწვრთნელს ამ შესაძლებლობისთვის.
თემურ ქეცბაია მიზნებსა და გუნდის ფილოსოფიაზე მესაუბრა, რის შემდეგაც გადავწყვიტე აქ გამეგრძელებინა კარიერა. მქონდა რამდენიმე წინადადება, მაგრამ ავირჩიე „ანორთოსისი“.

ქეცბაიას გარდა, რა მიზეზებით აირჩიეთ „ანორთოსისი“?

მთავარი მიზეზი თემურ ქეცბაიაა. გარდა ამისა, კვიპროსზე რამდენჯერმე ვიყავი შეკრებაზე და ვიცი ამ ქვეყანაზე, ვიცი როგორი ხალხია, ამინდი, გემრიელი კერძები და ზოგადად ცხოვრება.
მაგრამ როგორც ვთქვი მთავარი მიზეზი თემურ ქეცბაიაა და ის ფაქტი, რომ „ანორთოსისი“ შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ჩემპიონობა სურს. ეს ესადაგება ჩემს მიზნებს, რადგან მინდა მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში ვითამაშო.

ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა: ტამბოვი იმედით ელოდება, მაგრამ…

 

ახლა მთავარი თამაშია

საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ, რომელც ჯანოს ინტერესებს იცავს, ასევე გააკეთა კომენტარი ამ ტრანსფერზე.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი თემურ ქეცბაიას ფიგურა გახდა. ის დიდი ხანია იცნობს ჯანოს და იცის მისი შესაძლებლობები. თანაც კლუბში უკვე არიან ბიჭები (ლორია, დაუშვილი, ოქრიაშვილი, კაჭარავა), რომელსაც ჯანო იცნობს, ერთად თამაშობენ ნაკრებში.

იყო რამდენიმე ვარიანტი – თურქეთი, რუსეთი, საბერძნეთი. ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომხიბვლელიც. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი თამაში. ჯანო 27 წლისაა და მას კიდევ დიდ ხანს მოუწევს მაღალ დონეზე თამაში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს „ანორთოსისი“ ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. ტიტულისთვის ბრძოლა უფრო საინტერესოა, ვიდრე ცხრილის შუაში გაჩხერვა. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ამოცანის გადაჭრა ბევრად უკეთესია.

შემოგვთავაზეს უფრო ხანგრძლივი შეთანხმება, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური იქნებოდა სეზონის ბოლომდე. თუ ჯანოს მოეწონა, შეიძლება გარკვეული დრო დარჩეს კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები