LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა ზაფხულის ჩემპიონთა ლიგის შექმნას აპირებს

137
international-champions-cup-2019-manchester-united-singapore-1280x705

უეფა 2021 წლიდან გეგმავს ჩემპიონთა ლიგის მსგავსი ტურნირის მოფიქრებას ზაფხულის პერიოდში.

შეჯიბრებას საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბაზაზე მოაწყობენ, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ტურნირს კომპანია  Relevent Sport ატარებს, სწორედ ის იქნება უეფას მთავარი პარტნიორი. Daily Mail იუწყება, რომ ტურნირს 24 გუნდამდე გაზრდიან, ის ჯგუფურ ეტაპს და გავარდნაზე თამაშს მოიცავს. ტურნირს არა მოსამზადებელი, არამედ შეჯიბრების ხახიათი ექნება.

პოტენციური კონტრაქტი 8 წელიწადზე გაფორმდება. ტურნირი ძირითადად აშშ-ში გაიმართება აზიაში შესაძლო გადატანით. ყველა კლუბი ვალდებული იქნება ოპტიმალური შემადგენლობა წაიყვანოს. დროთა განმავლობაში შეჯიბრებას სამხრეთამერიკული გრანდებიც დაემატებიან.

მსგავსი გეგმებით უეფა ღია კონფლიქტზე მიდის ფიფასთან, რომლის მსოფლიო საკლუბიო ჩემპიონატი მომავალ წელს სწორედ ზაფხულში ჩატარდება.

ბოლოს საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გამარჯვებული “ბენფიკა” გახდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს “ატლეტიკომ”, “არსენალმა”, “მანჩესტერმა”, “ბაიერნმა”, “იუვენტუსმა” და სხვა ტოპ კლუბებმა. ბოლო ადგილი “რეალმა” დაიკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები