LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიჩიჩის გმირობაო ვერავინაც ვერ ნახაო – ამბები მოკლედ

55
GettyImages-1211643923

“სიტისა” და “არსენალის” მატჩი გადაიტანეს. “მეთოფეების” ფეხბურთელებს კორონავირუსით დააავადებულთან კონტაქტი ქონიათ.

გვარდიოლა კორონავირუსზე: “არ მინდა მყურებლის გარეშე თამაში. ამაში აზრი არ არის”.

საფრანგეთის ჩემპიონატის ყველა მატჩი 15 აპრილამდე მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

კრიშტიანო რონალდო ჯორჯინასთან და ბავშვებთან ერთად კერძო თვითმფრინავით მადეირაზე გაფრინდა დედასთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.

კილიან მბაპემ უარყოფითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. ის ორი დღე არ ვარჯიშობდა ყელის ტკივილის გამო.

“ხეტაფეს” პრეზიდენტი: “არ გავფრინდებით “ინტერთან” მატჩზე. არაფერში გვჭირდება კორონავირუსის ეპიცენტრში წასვლა”.

ილიჩიჩი – მესამეა მესისა და რონალდოს შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში 5+ გოლი გაიტანა.

“ტოტენჰემმა” წააგო ყველა, 4-ვე მატჩი გერმანულ კლუბებთან ამ ჩემპიონთა ლიგაზე ბურთების საერთო სხვაობით – 3:14.

მოურინიო ზედიზედ მესამედ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან.

“ლაიპციგი” მეშვიდე გერმანული კლუბია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. უფრო მეტი მარტო ესპანეთს და ინგლისს ყავთ.

მოურინიოს ყველაზე ცუდი მოუგებელი სერია აქვს კარიერაში – 6 მატჩი “ტოტენჰემთან”.

ილიჩიჩი – პირველი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის გასვლით მატჩში პოკერი გაიფორმა.

ილიჩიჩი გახდა ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში ჰეთ-თრიკის ან პოკერის ყველაზე ასაკოვანი ავტორი.

“ვალენსიამ” ფანების შეძახილები ჩართო დინამიკებით “ატალანტასთან” მატჩში.

კევინ გამეირო პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სამი სხვადასხვა ესპანური კლუბის მაისურით გაიტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები