ჯორჯინა როდრიგესმა თავის ვარსკვლავ ფეხბურთელ ქმარს მამის დღე მიულოცა.
„ძალისა და მამაცობის გამო შენ ყოველთვის იქნები ჩვენი გმირი. შენ გვიცავ დღე და ღამე და იქნები ჩვენი მფარველი ანგელოზი. სიხარულის ჟამს შენ ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი იქნები. იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც გვაძლევ, მაგალითისა და მხარდაჭერისთვის, ყოველთვის იქნები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო მამაკაცი. ჩვენ შენ გვიყვარხარ მამა“, – მიაწერა ქალმა ოჯახურ ფოტოს ინსტაგრამზე.
უმეტეს ქვეყნებში ეს დღესასწაული 21 ივნისს აღინიშნება, პორტუგალიაში კი 19 მარტს.
იტალიის შეწყვეტილ ჩემპიონატში რონალდომ 22 მატჩი ჩაატარა და 21 გლი გაიტანა.