2020 წლის ოლიმპიური თამაშები 2021 წელს ჩატარდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგად.
გადაწყვეტილების შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ გამოაცხადა.
ტურნირის ჩატარების ახალი ზუსტი თარიღი ჯერ არ გაცხადებულა. თამაშები უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულისა.
ტოკიოს ოლიმპიადა დაგეგმილი იყო 24 ივლისი-9 აგვისტოს პერიოდში.
კორონავირუსის პანდემიის გამო უამრავი საერთაშორისო შეჯიბრება გადაიდო, მათ შორის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში.
24 მარტის მონაცემებით, ინფიცირების 392.1 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.