LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პირობით შეუშვებენ გულშემატკივრებს სტადიონზე

146
109580850-912414819272052-2411910413092405765-n

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გულშემატკივრები სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას მალე შეძლებენ, თუმცა ჯერ კონკრეტული თარიღი არ დათქმულა. არ არის ოფიციალურად გამოქვეყნებული პროტოკოლი თუ როგორ უნდა იმოქმედონ ქომაგებმა, მაგრამ უკვე ცნობილი ის პირობები, რომელთა დაცვაც მოუწევთ სტადიონზე მოხვედრის მსურველებს.

მაშ ასე:

 

სტადიონებზე მაყურებლები 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან.

სპორტული ღონისძიებებისას, ძირითადად საფეხბურთო მატჩებისას სტადიონზე დამსწრეების ადგილი ისე უნდა მოინიშნოს, რომ დასაჯდომი ადგილების 33%, მესამედი იყოს დაკავებული (ტრიბუნებზე გულშემატკივრების ნახევარზე ნაკლები უნდა მოხვდეს).

აუცილებელ პირობად რჩება პირბადეების გამოყენება.

შეჯიბრში მონაწილეთათვის და დამსწრეებისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის დაცვა 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით.

შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი (ბუნებრივია ბურთი გამონაკლისია).

მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია.

უნდა გაიკრას აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია.

გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან.

 

სპორტის სხვა სახეობების შემთხვევაშიც აღნიშნული რეკომენდაციები იმოქმედებს.

ახალი პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები