ლგბტ საზოგადოების სიმბოლოები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნებადართული იქნება. პირველ რიგში საუბარია ცისარტყელას ფერების დროშებზე.
“როდესაც სტადიონებზე დროშების გამოფენაზე მიდგება საქმე, ფიფას საკუთარი წესები და მიდგომები აქვს. როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩვენ პატივს ვცემთ”, – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის აღმასრულებელმა დირექტორმა ნასერ ალ-ხატერმა.
ყატარი დაიცავს ფიფას წესებს, მიუხედავად იმისა, რო ქვეყანაში ძალიან მკაცრი კანონებია ლგბტ-ს მიმართ და აკრძალულია ერთსქესიანთა ურთიერთობა.
ფიფამ განაცხადა, რომ აპირებს ყატარს “ინკლუზიური ტურნირის” ჩატარებისკენ უბიძგოს.