LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ინდოელმა კაცმა ცოლს თაჯ-მაჰალი აუშენა

97
selhzhplmuemzx54-1637601661

ინდოელმა ბიზნესმენმა თავისი ცოლისთვის თაჯ-მაჰალის ფორმის სახლი ააშენა.

გულუხვი მილიონერი ქალაქ ბურანპურში ცხოვრობს და ულამაზესი ნაგებობა მან არა მარტო მეუღლეს, არამედ მთელ ქალაქს აჩუქა. BBC-ის ინფორმაციით, სახლის მშენებლობას 260 ათასი დოლარი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი თაჯ-მაჰალი მე-17 საუკუნეში აგებული სასახლეა, რომელსაც ყოველდღიურად 70 ათასი ადამიანი სტუმრობს.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ბიზნესმენის მიერ აგებული ასლიც. ადგილობრივები ნაგებობის წინ დიდი მონდომებით პოზირებენ.

ისტორიული ძეგლის გაცოცხლებული ვერსია ოქროთი და მარმარილოთია მოპირკეთებული. მშენებლობა 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და მისი მფლობელი ხშირად დადიოდა ნამდვილი თაჯ-მაჰალის სანახავად რათა ინსპირაცია მიეღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები