LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიპულატორის 5 ფრაზა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის ჭკუიდან შეშლა შეუძლია

344
manipulation

1. შენ ყველაფერს აბუქებ!
მართალია, ზოგჯერ ჩვენ წვრილმანებს მართლაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა მანიპულატორებთან მაინც ყოველთვის მართლები ვართ. ეს ადამიანები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ თავი გიჟად გაგრძნობინონ. მაგალითად, ეფლირტავებიან ყოფილს თქვენს თვალწინ, შემდეგ კი გეტყვიან რომ ეს უბრალოდ მოგეჩვენათ და ბუზს სპილოდ აქცევთ. ერთი თვის შემდგე კი გაირკვევა, რომ ზუსტად ამ ყოფილთან გიღალატეს.
მანიპულატორის მიზანია, თქვენს ინტუიციაში შეგატანინოთ ეჭვი.

2. ვერ ვიტან დრამას

არადა დრამა მანიპულატორის თანმხლები პროცესია. თავიდან ისინი გაგაღმერთებენ, თუმცა ეს მალევე მობეზრდებათ. მანიპულატორი – პათოლოგიური მატყუარა, სერიული თაღლითი და მუდმივი მსხვერპლია. მანიპულატორები მუდმივად ცდილობენ პროვოკაციაზე წამოგაგონ და როცა თქვენგან შესაბამის რეაქციას მიიღებენ, დრამის შექმნაშიც დაგადანაშაულებენ.

3. შენ ძალიან მგრძნობიარე ხარ

მანიპულატორის მიზანია – თქვენში ემოციების გამოწვევა. თავიდან ისინი ძალიან კარგად მოგექცევიან, შემდეგ უცებ იგნორზე გადავლენ და თქვენგან შესაბამის რეაქციას დაელოდებიან. რეაქციის მიღების შემდეგ ზედმეტ ემოციურობას და მოთხოვნილებებს დაგაბრალებენ.
ისინი მზად არიან მოგაყენონ შეურაცხყოფა, გაგაკრიტიკონ და თქვენი პირადი საზღვრები არაფრად ჩააგდონ.

4. არასწორად გამიგე

ბუნებრივია, გაუგებრობა ნებისმიერ ურთიერთობაში შესაძლოა მოხდეს. თუმცა, მანიპულატორები პროვოკაციებს სპეციალურად აწყობენ. ხოლო როდესაც რაღაც არ მოგეწონებათ, ყველაფერს თქვენ დაგაბრალებენ და იმაშიც დაგადანაშაულებენ, რომ ყველაფერი არასწორად გაიგეთ.
ხშირად ისინი იმასაც კი უარყოფენ, რომ ესა თუ ის კონკრეტული ფრაზა წარმოთქვეს. არადა სინამდვილეში, ყველაფერი სწორად გაიგეთ, არ მოგჩვენებიათ.

5. შენ ვერ ხარ კარგად/ ეჭვიანობ/ჩემზე გიჟდები და ა.შ.

იარლიყების მინიჭება – მანიპულატორის საყვარელი ინსტრუმენტია. მათი ინფორმაციით, ყველა მათი კოლეგა, ყოფილი პარტნიორი, მეგობრები – ან გიჟები არიან, ან ალკოჰოლიკები ან პათოლოგიური ეჭვიანები და ა.შ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ იარლიყი თქვენთვისაც მზადაა. გაიდეალებისა და გაუფასურების უსასრულო ციკლში თქვენც ერთ-ერთი რგოლი გახდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები