LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოში კარლ ლაგერფილდის რეზიდენცია ქირავდება

76
1637916257-470516-48

მონაკოს გულში მდებარე ვილა La Vigie , რომელიც კარლ ლაგერფილდს ეკუთვნის, სულ მალე გაქირავდება. ერთი ღამის საფასური სეზონის მიხედვით, 15 ათასიდან 45 ათას ევრომდე იქნება. ქირის ღირებულებაში შედის ცნობილი სასტუმროს monte-carlo Beach-ის აუზზე, რესტორნებსა და პლაჟზე წვდომაც.

კომპლექსის ფართობი 600 კვადრატული მეტრია და 6 საძინებელს, ოთხ აბაზანას, საბილიარდო ოთახსა და ბიბლიოთეკას მოიცავს.
ცნობილი დიზაინერის ვილა ულამაზესი ბაღითაა გარშემორტყმული, ფანჯრების უმრავლესობა კი ხმელთაშუაზღვის ხედზე გადის.

რეზიდენცია 1902 წელს აშენდა. ომის შემდეგ ტერიტორიას რეკონსტრუქცია დასჭირდა, კარლ ლაგერფილდმა კი ის 1988 წელს შეიძინა. მან ვილა მთლიანად განაახლა და ინტერიერიც შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები