როგორ უნდა დავგეგმოთ კვირა ისე, რომ ის მაქსიმალურად წარმატებული იყოს?
წარმოიდგინეთ, იღვიძებთ ორშაბათ დილას და ყველაფერი მზად გაქვთ, ზუსტად იცით სად უნდა წახვიდეთ, რა გააკეთოთ, ვის უპასუხოთ და ა.შ.
ხშირად კვირა ისეთი პროდუქტიული ვერ გამოდის, რადგან მის დასაგეგმად დროს ვერ ვპოულობთ, გვეზარება ან უბრალოდ არ ვიცით რომ ასე უმჯობესია.
არადა ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, კვირა დღეს რამდენიმე საათის დახარჯვით მთელი კვირის ტრანსფორმაციაა შესაძლებელი.
1. გაასუფთავე ფოსტა
წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო მეილის მოწესრიგებაა. თუკი კვირა საღამოს ყველაფერს ზედმეტს წაშლით, ორშაბათს ამ რუტინულ საქმეზე დროს აღარ დაკარგავთ და პირდაპირ საქმეს შეუდგებით.
2. შეამოწმე კალენდარი
ჩვევად აქციეთ ყოველ კვირას კალენდრის შემოწმება, რათა წარმოდგენა გქონდეთ თუ რა საქმეები გაქვთ მომავალი დღეებისთვის დაგეგმილი. ეს ასევე დაგეხმარებათ, რომ თქვენი კვირა უკეთ დაგეგმოთ.
3. დაგეგმე კვირა
შემდეგი ეტაპი კვირის უკეთ დაგეგმვაა. ოქროს წესია, დაგეგმო მხოლოდ ის, რის შესრულებასაც ამ კვირის განმავლობაში ნამდვილად მოასწრებ.
ბევრი ადამიანისთვის ნორმალურია დაუსრულებელი სიის შედგენა, არადა ეს ჩვევა პროდუქტიულობის გაზრდაში ნამდვილად არ დაგეხმარებათ. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც სტრესს გაზრდის და შესაძლოა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის დრო უბრალოდ აღარ დაგრჩეთ.
4. მოაწესრიგე სამუშაო სივრცე
ოფისი გაქვთ თუ მხოლოდ მცირე კუთხე თქვენი საძინებლის კუთხეში, უყურადღებოდ დატოვებული სამუშაო სივრცე აუცილებლად არეული იქნება. რაც უფრო არეულია თქვენი მაგიდა, მით უფრო არაპროდუქტიული იქნებით თქვენც.
მოიქეცით ისევე, როგორც ფოსტის შემთხვევაში, ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ და დატოვებული ნივთები მოაწესრიგეთ.
5. დაწექი ადრე
კვირა საღამოს კარგად გამოძინება ორშაბათის საუკეთესო დასაწყისი იქნება. ამასთან, თუკი აღნიშნულ პუნქტებს იდეალურად შეასრულებთ მშვიდი ძილი ნამდვილად გარანტირებული გაქვთ.