LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნის გასაქურდად შესულ მძარცველს დივანზე ჩაეძინა: მას 12-თვიანი პატიმრობა ემუქრება

42
Capture

უჩვეულო ქურდობა უელსში, ქალაქ კარდიფში მოხდა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 31 წლის სემუელ მალიგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი რესტორნის გაქურდვა გადაწყვიტა. ბოროტმოქმედი ისეთი ნასვამი იყო, რომ შიგნით შეღწევის შემდეგ, თავი ვერ შეიკავა და დივანზე დაიძინა. ქურდი დილით, სამსახურში დაბრუნებულმა რესტორნის თანამშრომლებმა იპოვეს და სამართალდამცავებიც გამოიძახეს.

დაკავებულმა ბრალი მაშინვე აღიარა და როგორც გაირკვა, მთლიანობაში მას 60-ზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. სემუელს 80 ფუნტი სტერლინგის პერანგები აქვს მოპარული, 90 ფუნტის – ჰუდები, 280 ფუნტიანი – პალტო და 200 ფუნტი სტერლინგის ღირებულების – ქურთუკი.

ამჯერად მაღაზიის ქურდს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა შესაძლოა ის ალკო-დამოკიდებულთა გამოსასწორებელ პროგრამაში ჩაერთოს და მდგომარეობა ამ მხრივ მაინც გაიუმჯობესოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები