„მანჩესტერის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ნება დართო თავის არჩვეულებრივ ავტოფარეხში შეგვეჭყიტა, რომელშიც დგას მისი მრავალფეროვანი ავტოპარკის ნაწილი – საერთო ღირებულება 20 მილიონი ევროა.
სუპერქარები იდეალურად დგანან სუპერშენობაში, ხოლო სტილური დეკორატიული განათება თავის პეწს სძენს.
ერთ ბოლოში თავს იწონებს Bugatti Chiron – 2,4 მლნ ევრო.
მერე დგას Ferrari 599 GTO – 600 ათასი ევრო, მას მოყვება McLaren Senna – 900 ათასი ევრო.
ბოლოს არანორმალური Rolls-Royce Cullinan (360 ათასი ევრო), რომელიც გზას უღობავს თავის უფრო ღირებულ ძმას – კუპე Rolls-Royce Phantom Drophead (600 ათასი ევრო).
ავტოფარეხის მეორე მხარეს, რაღაცნაირად იყურება Bugatti Veyron (1,8 მლნ ევრო), თეთრი Mercedes-Benz S65 AMG (240 ათასი ევრო), ნარინჯისფერი McLaren MP4-12C (264 ათასი ევრო), Lamborghini Aventador (324 ათასი ევრო) და დიდი Merc G-Wagon Brabus (720 ათასი ევრო), ჯორჯინას ბოლო საჩუქარი.
შენობის სხვა ნაწილში, მაგარი ეკზემპლარებიდან მოშორებით, იქ, სადაც სათადარიგო საბურავებია, კიდევ 4 ავტო მაინც დგას, მათ შორის ვერცხლისფერი Ferrari, Mercedes AMG GLE 63 და კიდევ ერთი შავი Merc ყოველდღიურობისათვის. ჯორჯინა კი Range Rover-საც იყენებს დოკუმენტურ სერიალში გადაღებებისას.
რონალდომ დაამატა მდიდრული Bentley Flying Spur 300 000 ათას ევროდ მას შემდეგ, რაც ინგლისში დაბრუნდა.
კრიშტიანო 2020 წელს შეუერთდა Bugatti Centodieci-ის შეზღუდულ სერიას, რომლის ღირებულება 10.2 მლნ ევროა და მხოლოდ 10 ცალია გამოშვებული.
ის ასევე იმყოფებოდა მარანელოში, Ferrari-ის ოფისში და იქ 1.6 მილიონად Ferrari Monza შეუკვეთა.
რონალდოს ასევე ჰყავს Lamborghini Urus და Chevrolet Camaro – ყველაზე იაფიანები კოლექციიდან, რომელთა ფასი დაახლოებით 48 ათასი ევროა.