LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bloomberg: მეტი ძილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

51
Depositphotos-16524789-l-2015

თუკი თქვენი მიზანი ზედმეტი კილოგრამების დაკლებაა, შესაძლოა წარმატების გასაღები ძილში იმალებოდეს.

გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის მიხედვით, სასურველი წონის მიღება მეტი ძილის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 80 მოხალისე მონაწილეობდა. როგორც მათ დაადგინეს, ღამეში ძილის 1 ან 2 საათით გაზრდა ადამიანის კვებით რაციონს 270 კალორიით ამცირებს. ეს კი წელიწადში -4 კილოს უდრის.

ეს ყველაფერი არ არის და თუკი მეტი ძილი ჩვევაში გადადის, შემცირებული კალორიების რაოდენობაც 270-დან 500-მდე მცირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ექსპერიმენტის განმავლობაში ცდის პირებს კვებითი ჩვევები არ შეუცვლიათ და არც ვარჯიშის ინსტრუქცია არ მიუღიათ. ისინი ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც ადრე, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათ ძილს სპეციალისტები აკვირდებოდნენ.

ეს კვლევა კი არ არის პირველი, რომელიც კვებით ჩვევებს ძილთან აკავშირებს. მეცნიერებს აქამდეც არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ ნორმალური ძილი ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია და ამ წესში სწორი კვებაც იგულისხმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები