როგორც წესი, დამნაშავეების პოვნაში პოლიციელებს ძაღლები ეხმარებიან ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ჯილდო თხას ეკუთვნის. სწორედ ის დაეხმარა სამართალდამცავებს, რომ გაქცეული მოძალადე ოპერატიულად ეპოვათ. ამერიკულმა პოლიციამ ცხოველს მადლობა ოფიციალურად გადაუხადა.
შემთხვევა ვირჯინიის შტატში მოხდა. ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაიქცა და მასთან ერთად წავიდა ადგილობრივ ფერმაში მცხოვრები თხა, სახელად გრაცია. ცხოველი ამერიკელს ტყეშიც კი კვალდაკვალ მიყვებოდა და ფაქტობრივად ის პირდაპირ პოლიციის ხელში ჩააგდო.
დამნაშავე მაშინვე დააპატიმრეს, თხა კი პატრონს დაუბრუნეს.
შერიფის ოფისმა გრაციას ფოტო გამოაქვეყნა და გამოძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.