LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი „მის მსოფლიო“ პოლონელი ლამაზმანი გახდა

144
Miss_World_2021_winners

სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის მსოფლიო -2021“-ის გამარჯვებული პოლონელი კაროლინა ბელიავსკა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია კონკურსის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.

დაჯილდოების ცერემონია პუერტო რიკოში, ქალაქ სან-ხუანში გაიმართა. კაროლინას გვირგვინი იამაიკელმა „მისს მსოფლიო – 2019“-მა გადასცა.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 97 გოგონა მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ „მის ერაყი“ და „მის სომალი“. ამ ორმა ქვეყანამ „მისს მსოფლიოზე“ გოგონები პირველად გაგზავნეს.

ფინალში მხოლოდ 40 მონაწილე გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსი არ ჩატარებულა. წლევანდელი „მის მსოფლიოს“ ფინალიც 17 დეკემბერს უნდა ყოფილიყო, თუმცა კოვიდ-აფეთქების გამო გადაიდო. მაშინ 23 მონაწილე და ღონისძიების 15 თანამშრომელი დაინფიცირდა. ორგანიზატორებმაც ფინალის 2022 წლის მარტისთვის გადადება გადაწყვიტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები