ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, 2021 წელს ჰაერის ხარისხი ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა.
საინტერესო კვლევა შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა. ჯანმოს რეკომენდაციით, კუბურ მეტრზე მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია 5 მიკროგრამს არ უნდა აჭარბებდეს. სპეციალისტებმა ჰაერის მდგომარეობა 6 475 ქალაქში შეისწავლეს და მიღებულ სტანდარტებთან ცოტა ახლოს მხოლოდ 222 ქალაქი იყო. მთლიანობაში კი მისაღები შედეგები არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა.
ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნებს შორის ლიდერობენ – პაკისტანი, ინდოეთი, ბანგლადეში და ჩადი. ამ დასახლებებში ჰაერი მინიმალურ რაოდენობაზე 10-ჯერ უფრო მეტად მაინცაა დაბინძურებული.
რაც შეეხება ყველაზე სუფთა ჰაერს, ნორმალური მაჩვენებელი ჰქონდა – ავსტრალიას, კანადას, იაპონიას და დიდ ბრიტანეთს.