LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაჩვეულებრივი საღამო იქნება და დიდი სიხარულით ველით ჩვენს მსმენელს“ – გელა დონაძე

291
fortuna

20 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის სტუმარი მუსიკოსი, მომღერალი გელა დონაძე გახლდათ, რომელმაც 21 მაისს დაგეგმილ კონცერტზე და პროექტზე „მიმღერე“ ისაუბრა.

გელა, პირველ რიგში, როგორ ხარ?

არაჩვეულებრივად, არაჩვეულებრივი განწყობით ვარ.

როდის შეემატება ჩვენს მუსიკალურ ბაზას თქვენი ახალი სიმღერები?

ძალიან მალე იქნება თავად ანუკის დაწერილი ახალი სიმღერები და აუცილებლად თქვენს რადიო ეთერში გავაკეთებთ პრემიერას.

მონაწილეობას იღებდით პროექტში „მიმღერე“. იგეგმება პროექტის გაგრძელება?

პირველი ეპიზოდი დავასრულეთ და ამ ეტაპზე გაგრძელება არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება წინა საზაფხულო კონცერტები. გარკვეულ სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს.

რის მიხედვით შეირჩა პროექტის „მიმღერე“ მონაწილეები?

გადაცემის მთავარი ნიშაა ოჯახი და ქართული სიმღერა. საქართველოში ბევრი ისეთი ოჯახია, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის ქართულ სიმღერებს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი სამომავლოდ ისევ გაგრძელდება, იქნება ახალი სეზონები და კიდევ ბევრ ლამაზ ოჯახს გაიცნობს საზოგადოება. მაყურებლისთვისაც ძალიან მოსაწონი და ძვირფასი იყო ეს პროექტი. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ტელეკომპანია „იმედის“, ამ პროექტის მთავარი პროდიუსერის, ეკატერინე ნაცვლიშვილის და მთელი შემოქმედებითი გუნდის მიმართ, რომ „მიმღერეს“ პირველ 8 ოჯახში ვიყავით.

ვისაუბროთ 21 მაისს დაგეგმილ კონცერტზე…

არაჩვეულებრივი საღამო იქნება ხვალ და დიდი სიხარულით ველით ჩვენს მსმენელს. ჩემი და ანუკის საღამო ძალიან ლამაზ, კარგ და ყველასთვის ნაცნობ სივრცეში „ოტიუმში“ გაიმართება. საღამოზე შევასრულებთ იმ სიმღერებს, რაც პროექტშიც ვიმღერეთ და იმ სიმღერებსაც, რაც ჩვენი რეპერტუარიდანაა, მაგრამ პროექტში ვერ მოხვდა. გვაქვს ახალი ანის მიერ დაწერილი სიმღერებიც, რომლებიც ჯერ არ გაჟღერებულა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

21 მაისს ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის კონცერტი გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები