LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირად ადამიანები დროს არ ვუფრთხილდებით… მიხვდებით, რას ნიშნავს ფრაზა „მზეს ეძინა ნავზე“, როცა ამ სიმღერას მოუსმენთ“ – ზურა ზაქარიაძე (პაპა)

243
papa

25 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი ზურა ზაქარიაძე (პაპა) გახლდათ. გადაცემაში სიმღერის „მზეს ეძინა ნავზე“ პრემიერა შედგა.

 ბატონო ზურა, როგორ ხართ?

კარგად, მადლობა. მოკითხვა და გულთბილი სალამი ჩემგან.

რატომ დაირქვით მეტსახელი „პაპა“?

არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხი ხშირად არ მაქვს, რადგან პატარა ბიჭი ვიყავი, 23-24 წლის, როცა ჩემმა მეგობრებმა ასე გადაწყვიტეს და „პაპა“ შემარქვეს. ახლა უკვე 55 წლის ვარ, შვილიშვილიც მყავს და ნამდვილად „პაპა“ ვარ, მაგრამ მაშინ რატომ და რისთვის შემარქვეს, არ ვიცი. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ახალგაზრდობიდან წვერს ვატარებდი.

დღეს გვაქვს სიმღერის „მზეს ეძინა ნავზე“ პრემიერა. ვისაუბროთ ამ სიმღერაზე, ვის ეკუთვნის ტექსტი და მუსიკა და რა არის მთავარი სათქმელი?

სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი მე გახლავართ. ეს სიმღერა, როგორც ყველა ჩემი სიმღერა, ზურა მახნიაშვილის სტუდიაშია ჩაწერილი. რაც შეეხება სიმღერის სათქმელს, ხშირად ადამიანები ახალგაზრდობაში დროს არ ვუფრთხილდებით და გვიან ვიწყებთ დროზე ფიქრს. დრო ყველაზე ლამაზი და ძვირფასია და კარგად უნდა გამოვიყენოთ. როცა ამ სიმღერას მოუსმენთ, მიხვდებით, რას ნიშნავს ფრაზა „მზეს ეძინა ნავზე“.

 

პაპა – მზეს ეძინა ნავზე

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები