LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაინტერესებთ, როგორ დადის 3D პრინტერზე დაბეჭდილი მანქანა?

95
Capture

კომპანია Czinger Vehicles-მა, რომელმაც 2020 წელს ჰიპერქარი Czinger 21C-ის გამოშვების პირობა დადო, პირველი პროტოტიპის ჩვენება გადაწყვიტა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადამიანები, ვისაც ეს ავტომობილი უკვე შეკვეთილი აქვს, ასევე პოტენციური კლიენტები და მათ საშუალება მიეცათ რომ უნიკალური ჰიპერქარის ტესტ-დრაივი ენახათ. 21C-ის საჭესთან დასაწყისისთვის მხოლოდ ბრენდის გამოცდილი პილოტი დაუშვეს.

ჰიპერქარის განმასხვავებელი ნიშანია 1250 ძალის აგრეგატი, რომელიც თავის თავში 2,9 ლიტრის ბიტურბო V8 ძრავს და 2 ელექტროძრავს აერთიანებს.

Czinger 21C-ის შემქმნელები აზუსტებენ, რომ 0-დან პირველ 100 კმ-ს მანქანა მხოლოდ 1,9 წამში ავითარებს, ხოლო 400 კილომეტრიანი სიჩქარის ასაკრეფად მხოლოდ 29 წამი ყოფნის.

მთლიანობაში ახალი ჰიპერქარის 80 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმება. პირველი საჯარო პრემიერა 2022 წლის ბოლომდე შედგება და მოდელის შესახებ დამატებითი ინფორმაციაც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები